საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის განვლილ ტესტებზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა, როდესაც ექვსი ერის წარმომადგენელ იტალიასთან ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ კი პორტუგალიასაც ვაჯობეთ და მიუხედავად არგენტინელებთან წაგებული პირველი საკონტროლო მატჩისა, ცხადია მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ჩვენების ზაფხულის ტესტები. ყველა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო ასეთი შედეგის მისაღწევად, თუმცა გამორჩეულები მაინც არიან.
ავტორიტეტულმა The Guardian ივლისის ტესტების Top 6 მორაგბე გამოარჩია, რომელთა შორისაც ფრანგულ “ლიონში” მობურთავე ბორჯღალოსანი დავით ნინიაშვილი მოხვდა.
ჩვენიანის გარდა top 6-ში შეიყვანეს: ტაიგ ბერნი, პიტერ ო’მაჰოუნი (ორივე ირლანდია); ფრედ სტიუარტი (ინგლისი); ტომ რეფელი (უელსი), როდრიგო ფერნანდესი (ჩილე).
GIPHY App Key not set. Please check settings