in ,

მამარდაშვილს დორტმუნდთან კარგი თამაში ესპანელებმაც აღნიშნეს

გიორგი მამარდაშვილმა ახალი მწვრთნელის ხელშიც მშვენივრად დაიწყო. ჩვენიანის „ვალენსია“ ავსტრიულ ალტახში ემზადება და ბლომად საკონტროლო თამაშები დაგეგმა. პირველი კი თცით დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჰქონდა და ჯენარო გატუზომ ქართველ კიპერს ანდო ძირითადში ადგილი. მარტო პირველ ტაიმში მამარდაშვილმა ძალიან იყოჩაღა და 5 დასამახსოვრებელი სეივი გააკეთა.

მამარდაშვილმა 63 წუთი ითამაშა, 5 სეივი გააკეთა და როისმა პენალტი გაუტანა – ვალენსიამ 3:1 მოიგო

გიორგის კარგი თამაში ესპანელმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს. აი რა დაწერეს ჩვენმა კოლეგებმა:

„ბორუსია“ მწვავედ უტევდა და როისმა მალევე გამოსცადა მამარდაშვილის ოსტატობა. ამის შემდეგ გერმანელებს მალევე შეეძლოთ გატანა, მაგრამ მამარდაშვილი კედელივით იდგა, რომელიც „ვალენსიას“ კარს საიმედოდ იცავდა“.

„როისმა ძელს მოარტყა ბურთი, აზარმა კი მამარდაშვილი სიფხიზლე გამოსცადა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი შენაძენია, თანაც ძალიან იაფად. 37-ე წუთზე ბელინგემის თავური დარტყმის შემდეგ მამარდაშვილი კვლავ საიმედო იყო.“

„ვალენსია“ მორიგ მატჩს, ხვალ, შვეიცარიულ „სენტ გალენთან“ ჩაატარებს. შემდეგ კი უწევს „შტუტგარტი“, “ნოტინგემი“, „კასტელონი“ და „ატალანტა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოტენჰემმა ჯედ სპენსი მეექვსე გრძნობის გამოსახულებით წარადგინა, არსენალმა ზინჩენკო გაიფორმა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ზაფხულის ტესტების ტოპებში ნინიაშვილიც მოხვდა