in

ამაზე კარგი რა უნდა იყოს: სიტიმ სუპერთასი ისევ წააგო, არსენალმა 90+11-ზე გაათანაბრა – ვიდეო

ინგლისის და ევროპის ჩემპიონმა „სიტი“ „უემბლიზე“ ინგლისის სუპერთასი წააგო „არსენალთან“ – 1:1, პენ 2:4.

კოულ პალმერმა მოხდენილი დარტყმით ცხრიანში გაახვია 77-ე წუთზე, ხოლო ლეანდრო ტროსარმა რიკოშეტით ანგარიში… 101-ე წუთზე გაათანაბრა. გუნდებს პენალტების შესრულება მოუწიათ.

შეცვლაზე შესულმა დე ბრუინმა და როდრიმ ვერ გაიტანეს, ლონდონელები ზუსტად ურტყამდნენ და ამის გამო თასიც მათ დარჩათ.

გვარდიოლა: „არნახულად დაძაბული სეზონი გვქონდა და გუნდს 3 კვირაც კი არ დაუსვენია. აზიაში გავფრინდით, იქ კი ვარჯიში შეუძლებელია.
მატჩები 100 წუთი იქნება. 4:3 რომ იყოს, თითო გოლზე 45 წამს დაამატებენ და შესაძლოა დილის 9-მდე მოგვიწიოს თამაში“.

არტეტა: „იმაზე უკეთესი ალბათ ცოტა რამ იქნება, რომ „უემბლიზე“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაამარცხო“.

არტეტამ გვარდიოლაზე მე-2 გამარჯვება იზეიმა 10 მატჩში.

არტეტამ მე-3 ტროფეი მოიგო სამწვრთნელო კარიერაში, ყველა „არსენალში“.

ჰოლანდმა „სიტიში“ ზედიზედ მე-6 მატჩში ვერ გაიტანა.

„სიტიმ“ ზედიზედ სამჯერ წააგო ინგლისის სუპერთასი. წინაზე იყვნენ „ლესტერი“ და „ლივერპული“.

„არსენალმა“ ინგლისის სუპერთასი მე-17 მოიგო. მარტო „მანჩესტერს“ აქვს უკეთესი შედეგი – 21.

არსენალი – სიტი 1:1, პენ 4:2
გოლები: 0:1 პალმერი (77), 1:1 ტროსარი (90+11)

არსენალი: რემსდეილი, უაიტი, გაბრიელი (87. სმით-როუ), სალიბა, ტიმბერი (76. ტირნი), პარტეი, ედეგორი, რაისი (81. ნკეტია), ჰავერტცი (88. ფაბიო ვიეირა), საკა, მარტინელი (75. ტროსარი).

სიტი: ორტეგა, უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, აკანჯი, პალმერი, კოვაჩიჩი (64. დე ბრუინი), გრილიში (58. ფოდენი), ბერნარდო სილვა, როდრი, ჰალანდი (64. პალმერი), ალვარესი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ და რამდენი ითამაშეს ჩვენებმა ევროპაში – ლეგიონერები

ამან ისევ დუბლი შეასრულა: მესი უკვე არის ინტერის ბომბარდირი