in

როგორ და რამდენი ითამაშეს ჩვენებმა ევროპაში – ლეგიონერები

ჯერჯერობით არასრულად, მაგრამ ქართველი ლეგიონერები უკვე საქმეში არიან. მთელ რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ჩემპიონატები. დებიუტი ჰქონდა ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძეს, ბუდუ ზივზივაძემ კი მიწურულს გატანილი გოლით „კარლსრუეს“ ქულა გადაურჩინა.

წინ დიდი სიამოვნება გველოდება – ჩაკვეტაძემ ინგლისი მოგებით დაიწყო: როგორია გიორგის სტატისტიკა

ზივზივაძემ კარლსრუეს ქულა მოუტანა: ბუდუმ ბოლო წუთზე გაიტანა

სხვები:

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ 2:0 აჯობა „ლინცერს“. ჩვენიანი ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. კიტემ პირველი ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში კი 7.8 ქულით შეაფასეს.

ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა: „დეგუ“-„ულსანი“ 0:0 დასრულდა.

ოთარ კაკაბაძე შეცვლაზე შევიდა (69-ე წთ) გასვლით მატჩში “რადომიაკთან“, რომელიც „კრაკოვიამ“ 1:0 მოიგო.

დაახლოებით ამდენივე ითამაშა ირაკლი აზაროვმა, 70-ე წუთიდან. „ცრვენა ზვეზდამ“ შინ „ნაპრედაკი“ 4:0 დაამარცხა.

პოლონეთში ქართული მატჩი შედგა და ვერ შედგა. თორნიკე გაფრინდაშვილის „ზაგლემბიე“ და ნიკა კვეკვესკირი „ლეხი“ დაზავდნენ – 1:1. გაფრინდაშვილმა 72-ე წუთიდან ითამაშა (შეფასება 6.2), კვეკვესკირი სათადარიგო იყო.

მოსკოვის „დინამომ“ სტუმრად 3:2 მოუგო „ზენიტს“. საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე 59-ე წუთზე შევიდნენ და ორივემ ერთნაირი შეფასება დაიმსახურეს – 6.3.

„სლოვანელი“ ქართველები (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა) განაცხადში არ ყოფილან მატჩში, რომელშიც „სლოვანმა“ შინ 2:2 ითამაშა „ბანსკა ბისტრიცასთან“.

სამაგიეროდ უკვე განაცხადაში მოხვდა, ოღონდ არ უთამაშია გაბრიელ სიგუას. მისი „ბაზელი“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „გრასჰოპერსთან“.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ დღეს ითამაშებს სტუმრად „პოსთან“.

საქველმოქმედო მატჩი ითამაშა „შახტარმა“, ლონდონში „ტოტენჰემთან“ 1:5 წააგო.
გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
პოკერი შეასრულა ჰარი კეინმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა ბექაურმა მოიგო: ბუდაპეშტის მასტერსის ფინალი ისევ ქართული გამოვიდა

ამაზე კარგი რა უნდა იყოს: სიტიმ სუპერთასი ისევ წააგო, არსენალმა 90+11-ზე გაათანაბრა – ვიდეო