ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო დღეს, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთის პირისპირ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დადგნენ. არც თუ სანახაობრივი ბრძლა გაფრთხილებებით ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.
ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება იყო. თბილისში ბექაურმა იმარჯვა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძემ.
ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მასთან საჭიდაოდ მიხაელ კორელი არ გამოცხადდა.
GIPHY App Key not set. Please check settings