ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა, თან რა დროს: ბოლო წუთზე და ამით „კარლსრუეს“ ქულა მოუტანა „ჰამბურგთან“ საშინაო შეხვედრაში – 2:2.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ეს მცირე დროც ეყო, რომ გადამწყვეტი სიტყვა ეთქვა.
პირველი ტაიმი „კარლსრუემ“ მოიგო, მეორეში კი სტუმრებმა სამ წუთში ორჯერ გაიტანეს და საქმე სამ ქულამდე მიჰყავდათ.
90+5-ე წუთზე ბუდუმ „ჰამბურგის“ კარი აიღო და თავისიანებს ქულა დაუტოვა. ზივზივაძემ ბურთი მოხერხებულად მიიღო მეკარის საჯარომოსთან ახლოს, სიტუაციაში უმალ და კარგად გაერკვა და კუთხეში ლამაზად დაარტყა.
„კარლსრუემ“ ორ ტურში 4 ქულა აიღო და ლიდერებშია.
GIPHY App Key not set. Please check settings