გიორგი ჩაკვეტაძის დებიურტი შედგა „უოტფორდში“, რომელმაც ჩემპიონშიფის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ 4:0 დაამარცხა.
ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შევიდა და უკვე მოგებული თამაში კიდევ უფრო გაამწვავა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა,თუმცა მასპინძლებს მეორე ნახევარში გოლი აღარ გაუტანიათ.
მე-2 ტურის მატჩი „უოტფორდს“ ისევ შინ უწევს, 12 აგვისტოს „პლიმუთს“ მიიღებს.
უოტფორდი – ქპრ 4:0
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (1), 2:0 ლოუზა (20), 3:0 მატეუს მარტინსი
(38), 4:0 ბაიო (43)
ჩაკვეტაძის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ გულშემატკივრებს და მათ ქათინაურებიც არ დაიშურეს გუნდის ახალწვეულის მიმართ.
„როდესაც ბურთს პირველად შეეხო, მივხვდი, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს“.
„განსხვავებული სტილის ფეხბურთელია“.
„მისი სახით საოცარი ფეხბურთელი გვეყოლება“.
„წინ დიდი სიამოვნება გველოდება“.
ჩაკვეტაძის სტატისტიკა სადებიუტო მატჩში ასეთი გამოვიდა:
24 წუთი
15/15 პასი
2/2 წარმატებული დრიბლინგი
4/6 მოგებული დუელი
7.0 რეიტინგი
GIPHY App Key not set. Please check settings