კაუნასში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა “ჟალგირისის” არენაზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა, რომელიც “ჟალგირისს” 2011 და 2013 წლებში წვრთნიდა, მისი ყოფილი კლუბის არენაზე საქართველოს ნაკრები ერთი საათი ავარჯიშა. ძირითადი დრო კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ლიეტუვასთან სათამაშოდ ბერძენი სპეციალისტი გუნდს სხვადასხვა კომპონენტში ამზადებს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.
ვარჯიშში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებს. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები, ცხადია, მოცდას ამჯობინებენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა გოგა უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის იყოს მზად.
საქართველოს ნაკრებმა წუხელ “ჟალგირისის” არენაზე კიდევ ერთ ვარჯიში გამართა, რომელზეც ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – მანუჩარ მარკოიშვილმა და ანატოლი ბოისამ უფრო მეტად დატვირთეს მოთამაშეები.
“ეს მატჩი დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დავინახოთ თუ სად ვართ და ეს გავაკეთოთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ილიას ზუროსმა.
ლიეტუვასთან თამაში დღეს საღამოსაა, მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ეგვიპტესთან 76:81 დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings