როგორც ჩანს, დანამდვილებით იმის თქმა, რომ მომდევნო სეზონს ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ში გაატარებს, ჯერ არ შეიძლება.
ქართველი შემტევი ვის არ დააკავშირეს, მათ შორის ინგლისურ გუნდებს და ახლა სერიოზულად დაიწერა ლონდონის „არსენალის“ ინტერესზე.
პრემიერლიგის მეორე გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე „ნაპოლიდან“ კვარაცხელიას გადაყვანას ეცდება.
იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ მეორეს მხრივ კლუბის პრეზიდენტმა ჩვენიანზეც და სხვებზეც (უფრო ოსიმენზე) თქვა, რომ თუ მისთვის მისაღებ ფულს შესთავაზებენ, მაშინ დათმობდა წამყვანს მოთამაშეებს.
„არსენალს“ რომ კვარაცხელია იაფი არ დაუჯდება, ეს ცხადია. „მეთოფეებმა“ წელს ერთი რკეორდი უკვე დადეს, დეკლაინ რაისის სანაცვლოდ დიდძალი თანხა არ დაიშურეს და ქართველზეც დაახლოებით იგივეს გაკეთება მოუწევთ. თუ არ დაინანეს ორი 100 მილიონინაი ტრანსფერი.
„არსენალი“ ერთადერთი სალაპარაკო როდია. დაიწერა კვარაცხელიას ჩემპიონ „სიტიში“ შესაძლო ტრანსფერზეც. „ქალაქელებს“ ქართველსი აყვანის რესურსი გააჩნიათ, მაგრამ რამდენად წელს, ეს საკითხავია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურებიდან აქამდე ყველაზე აქტიურად „ნიუკასლის“ ვარიანტზე საუბრობდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings