ამერიკაში წასულმა ლეო მესიმ პირველ მატჩში ჯარიმიდან გაიტანა.
ევროპაში კი დაითვალეს ვინ იტანდა ბოლო 5 წელიწადში ყველაზე ხშირად საჯარიმოდან. აღმოჩნდა, რომ ევროპის ტოპ ლიგებში ამ სტანდარტს ლეო მესი ყველაზე უკეთ ასრულებს.
ამ ხუთ წელიწადში არგენტინელმა, რომელიც „ბარსელონასა“ და პსჟ-ში თამაშობდა, 16 გოლი გაიტანა ჯარიმიდან.
მეორე ადგილზეა „საუთჰემპტონის“ კაპიტანი ჯეიმს ოურდ-პროუზი. ის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ლეოს. მას ასევე შეუძლია დევიდ ბექჰემის რეკორდი მოხსნას პრემიერლიგაში ჯარიმიდან გატანილი გოლების მხრივ.
მესი და ეს ინგლისელი საკმაოდ უსწრებენ სხვებს. მესამეადგილოსან ჯეიმს მედისონს („ტოტენჰემი“) 8 გოლი აქვს აქტივში, რომელმაც ეს ჯარიმები „ლესტერში“ ყოფნის დროს მოაგროვა. ამდენივე აქვს „ფრაიბურგელ“ იტალიელ ვიჩენცო გრიფოს.
6-6 გოლის ავტორები არიან კრისტიანო ბირაგი („ფიორენტინა“), მაკსიმილიან არნოლდი („ვოლფსბურგი“), სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“) და ტეჟი სავანიე („მონპელიე“).
GIPHY App Key not set. Please check settings