in

მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთსა და უზბეკეთს მოუნდა

ყაზახეთმა და უზბეკეთმა შესაძლოა 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლონ.

Championat.Asia-ის მონაცემებით, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ადილენ ბარმენკულოვმა მუნდიალის ჩატარების ერთობლივი განაცხადის შეტანა შეთავაზა. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვით.

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა განიხილეს ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების სამიტზე.

მომდევნო, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე ფავორიტად მიაჩნიათ სამხრეთამერიკული განაცხადი. მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუნდიალის თავისთან ჩატარება სურთ არგენტინას, ურუგვაის, პარაგვაის და ჩილეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთი მოთამაშისთვის არაფერია შეუძლებელი: ოქროს ბურთის მოპოვების რა შანსი აქვს კვარაცხელიას

მასობრივი ჩხუბი ბავშვთა ტურნირზე: ერთმანეთს მშობლები დაერივნენ, ჩხუბობდა ყველა