in

ასეთი მოთამაშისთვის არაფერია შეუძლებელი: ოქროს ბურთის მოპოვების რა შანსი აქვს კვარაცხელიას

Napoli Magazine-ის მთავარმა რედაქტორმა ანტონიო პეტრაცუოლომ ისაუბრა იმის შესახებ თუ რა შანსია „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთი“ რომ მოიგოს.

„თუ წელს კვარა გასული სეზონის დონეზე ან უკეთ წარმოაჩენს თავს, მაშინ მას შეეძლება სამომავლოდ „ოქროს ბურთზე“ პრეტენზია ჰქონდეს. თუმცა საამისოდ მან უნდა განაგრძოს სტაბილურად კარგად თამაში მომდევნო სეზონებში, აჩვენოს კარგი შედეგი ევროთასებზე. ისე კი, ასეთი მოთამაშისთვის არაფერია შეუძლებელი“.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში კვარაცხელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძეს ინგლისი გამოუვიდა: ჩემპიონშიპის უოტფორდი

მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთსა და უზბეკეთს მოუნდა