in

ჩაკვეტაძეს ინგლისი გამოუვიდა: ჩემპიონშიპის უოტფორდი

„სლოვანში“ განათხოვრების დასრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის ახალი გუნდის მოძებნა მოუწია. ბოლო და ყველაზე რეალური თითქოს „მეცი“ იყო, მაგრამ ეს ვარიანტი ჩაიშალა. მოსკოვის „დინამოს“ ინტერესზე რომ გაიჟღერა, თავად რუსებმაც თქვეს, ამის დიდი შანსი არ გვაქვსო.

და აი ახლა გაჩნდა ახალი ინფორმაცია: ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისის ჩემპიონშიპის „უოტფორდში“ გააგრძელებს.

ეს ინფორმაციაც ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ეკუთვნის, რომელმაც ჩაკვეტაძისა და „მეცის“ ამბავი გაავრცელა.

23 წლის ფეხბურთელი ლონდონშია და მალე კონტრაქტსაც გააფორმებს. ქართველის კლუბთან, ბელგიურ „გენტთან“ შეთანხმება მიღწეულია.
ამჯერზეც საუბარი იჯარაზეა, ინგლისელებს ჩვენიანის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

გასულ სეზონში „უოტფორდმა“ ჩემპიონშიპში მე-11 ადგილი დაიკავა.

სულ ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ინგლისურმა გამოცემებმაც დაადასტურეს და ჩაკვეტაძეზე ვრცელი წერილიც მოამზადეს – ვინ არის და გამოადგება თუ არა უოტფორდს?

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა იწყება: ფასი იმის მიხედვითაა, ჩანს თუ არა მოედანი

ასეთი მოთამაშისთვის არაფერია შეუძლებელი: ოქროს ბურთის მოპოვების რა შანსი აქვს კვარაცხელიას