პსჟ-ს სურს კილიან მბაპე შეინარჩუნოს. ამის შესახებ „მარკა“ წერს, რომელიც Central Defense-ს ეყრდნობა.
პარიზელთა ხელმძღვანელობა მზადაა 24 წლის ფრანგს შესთავაზოს 10-წლიანი კონტრაქტი და ამ დროში… მილიარდი ევრო. ფეხბურთელის პასუხი ჯერ უცნობია.
ადრე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა კლუბისა და ფეხბურთელის შესახებ. მბაპეს წასვლა სურდა, მერე ვარჯიშს დაუბრუნდა და თქვა, რომ კონტრაქტის ბოლომდე არ წავიდოდა პარიზიდან. კონტრაქტი კი ძალაში კიდევ ერთი სეზონია და 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მედიაში ისიც დაიწერა, რომ მბაპემ შესაძლოა მომავალი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს თუ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ წავა. პსჟ-ს ბუნებრივია სატრანსფერო ფულის დაკარგვა არ უნდა, კლუბმა ისედაც იმდენი დაახარჯა ამ ფეხბურთელს და უფასოდ მისი გაშვება სერიოზული ზარალი იქნება.
ამასობაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მადრიდის „რეალს“ სურს მბაპემ ლა ლიგის უკვე პირველსავე ტურში ითამაშოს „რეალის“ მაისურით „ატლეტიკის“ წინააღმდეგ „სან მამესზე“.
GIPHY App Key not set. Please check settings