in

ვისთან და როდის: 4-დან 3 ქართული გუნდი ევროპას აგრძელებს

დასრულდა ევროტურნირების პირველი ეტაპი. ჩვენთვის ალბათ 50%-ია პლუსით – 2+1.

მოგეხსენებათ, სულ 4 ქართული გუნდი თამაშობდა, 2 გამოვარდა და 2 მომდევნო ეტაპზე გავიდა. თუმცა ერთი გამოვარდნილი მაინც განაგრძობს ევროსეზონს და ამის გამო დავწერეთ ეს 2+.

მართალია, თბილისის „დინამომ“ წააგო „ასტანასთან“, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.

რა ელოდებათ ჩვენს გუნდებს მეორე ეტაპზე.

ყოჩაღი გორის „დილა“ მეორე ეტაპზე უკრაინულ „ვორსკლას“ დაუპირისპირდება – 27 ივლისს სტუმრად და 3 აგვისტოს შინ.
პოლტავურ გუნდს უჟგოროდში თამაშკი კი უნდოდა, მაგრმა ახლა უკრაინაში ფეხბურთს ვინ ათამაშებს, ამიტომ პირველი მატჩი პოლონეთში გაიმართება, ქალაქ კატოვიცესთან ახლომდებარე პატარა ქალაქ ტიხის მიევსკის 15-ათასიან სტადიონზე.
არ დაგავიწყდეთ, „დილას“ უკრაინელი მწვრთნელი ჰყავს ანდრეი დემჩენკო და გუნდში კიდევ ორი უკრაინელია – მეკარე ევგენი კუჩერენკო და თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი.

რთული ბოსნიური ვოიაჟის გადამლახავი „ტორპედო“ ჩვენთვის ავადგასახსენებელ ყაზახებს შეხვდება და ნავსის გატეხვას შეეცდება. ქუთათურების მეტოქე „ყაზახეთის თასის მფლობელი „აქტობეა“. “ტორპედო” 27 ივლისს ჯერ შინ ითამაშებს, 3 აგვისტოს კი ყაზახურ სიცხეში.

თბილისის „დინამო“ კი ძალებს მალტის „ჰამრუნ სპარტანს“ დაატოლებს.
პირველი მატჩი 25 ივლისს მალტაზე გაიმართება, განმეორებითი 3 აგვისტოს თბილისში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამ ატმოსფეროსთვის თამაშამდე მოვემზადეთ, მოგების ბოლომდე გვჯეროდა: მთავარია ტორპედო გავიდა

ნაპოლიმ მოიგო, ხვიჩა არ ათამაშეს