საბა საზონოვი იმ ფეხბურთელთა შორისაა, ვიზეც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაზე მეტი იწერება. ახალგაზრდა ქართველ მცველსაც იტალიურ კლუბებს უკავშირებენ. მოსკოვის „დინამოში“ მოთამაშე საზონოვით დაინტერესებულ კლუბებს შორის ასახელებენ „ფროსინონეს“, „სასუოლოს“ და „უდინეზეს“. ეს უკანასკნელი თითქოს იმდენად არ აქტიურობდა, მაგრამ ახლა ვითარება იცვლება.
„უდინეზედან“ მიდის დაცვის ლიდერი ბრაზილიელი როდრიგო ბეკაო. 27 წლის ფეხბურთელი „ფენერბაჰჩეში“ გადადის, სადაც ბევრად ხელსაყრელ ფინანსურ პირობებს სთავაზობენ. შესაბამისად, უდინელებს ახალი მცველი დასჭირდებათ და ბეკაოს შემცვლელი შესაძლოა სწორედ საზონოვი გახდეს. იტალიელებს მოსწონთ ქართველის სიმაღლე (ათლეტურობა) და ასაკი.
საბას ტრანსფერის გამოსყიდვა დაახლოებით 3 მილიონია.
GIPHY App Key not set. Please check settings