in

ტორპედოს დამარცხება პრობლემა არ უნდა იყოს: ტაქტიკა შეცვალეთ არა ისა…

ქუთაისის „ტორპედო“ დღეს საღამოს კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩს ითამაშებს სტუმრად „სარაევოსთან“. ქუთაისში პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შანსი ორივე გუნდს აქვს ისეთი თამაში წავიდა. ბუნებრივია, წარმატების იმედი ორივე მხარეს აქვს. მატჩი 23:00 საატზე დაიწყება და მისის ნახვა პირველ არხზეა შესაძლებელი.

ვიცი ჯოჯოხეთი გველოდება, მაგრამ მოგებას შევძლებთ: ტორპედო იმედიანადაა

მირზა ვარეშანოვიჩი („სარაევოს“ მთავარი მწვრთნელი“):

„რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველოდება კარგ და გამოცდილ მეტოქესთან, რომლის თამაშიც ორგანიზებულია და კარგი მოთამაშეებიც ჰყავს.

ვფიქრობ, ამის მიუხედავად, ცოტა იღბალი რომ გვქონოდა, შეგვეძლო თამაშის ბედის პირველ ნახევარ საათში გადაწყვეტა. იმედი მაქვს, საპასუხო მატჩში წარმატებას მივაღწევთ.

არ ვეთანხმები „ტორპედოს“ მწვრთნელს, თითქოს მისმა გუნდმა თამაშში დაბრუნება ტაქტიკის შეცვლის შემდეგ შეძლო.
ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელიც ვაჩვენეთ პირველ 30 წუთში. გოლი გავუშვით საკუთარი შეცდომებით. ამიტომ ტაქტიკის ცვლილებების შესახებ სტივ კინის შეფასებებს ვერ დავეთანხმები.

ფაქტია, რომ გზა ძალიან რთული და დამღლელი იყო, მაგრამ ეს არ არის თავის გასამართლებელი მიზეზი. წინ გვაქვს 90 წუთი, რათა ვაჩვენოთ, რაც ვიცით და დარწმუნებული ვარ, გვაქვს საამისო ცოდნა და კლასი.

უკვე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაგვიგროვდა. მზადების ეტაპზე ძლიერი მეტოქეები დავამარცხეთ და ვფიქრობ, არც „ტორპედოს“ დამარცხება უნდა იყოს პრობლემა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიცი ჯოჯოხეთი გველოდება, მაგრამ მოგებას შევძლებთ: ტორპედო იმედიანადაა

შენგელია და პანათინაიკოსი: რას ითხოვს საქართველოს ნაკრების კაპიტანი