in

ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს: ერთად დავამარცხოთ ასტანა

დღეს, თბილისის „დინამოს“ მნიშნელოვანი თამაში აქვს – ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გავიდეს და საამისოდ ყაზახეთის „ასტანას“ დამარცხებაა საჭირო. პირველი მატჩი მოგეხსენებათ სტუმრად 1:1 ვითამაშეთ და საერთო წარმატების შანსი დიდია. საამისოდ ჩვენი გუნდი გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლასა და ქომაგობას თხოვს.

მატჩამდე ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა და „დინამოს“ მთავარ მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტებს გიორგი მოისწრაფიშვილი შეხვდა.

გიორგი ჭიაბრიშვილი:
„პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, რადგან ძალიან განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში. შეხვედრის საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები ვთვლი, რომ სწორედ ამ პირობებით იყო განპირობებული. ახლა კი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
ანზორ მექვაბიშვილმა და ზორან მარუშიჩმა ვარჯიში განაახლეს, შესაბამისად ორივე განაცხადში იქნება. თუ რა დოზით გამოვიყენებთ მათ ამას ვნახავთ“.

გიორგი მოისწრაფიშვილი:
„რთული თამაში გველოდება და ეს პირველ შეხვედრაში გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია ამაში კი გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება. ამიტომ მივმართავ მათ – მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ასტანა“.

„დინამო“-„ასტანას“ მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სპალეტის შემცვლელი 22 წლით უმცროს იტალიელს ხვდება: ქალი რომადან ლაიქისთვის გააგდეს

ეს უპირატესობა თბილისში აღარ გვექნება: ასტანამ დაცვას უნდა მიხედოს