in

ბოროტების ურდო ქუთაისს ემუქრება: ტორპედოს გასვლა უნდა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ, „სარაევოს“ გულშემატკივრები ქუთაისის „ტორპედოს“ მძიმე დახვედრას ჰპირდებიან – ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა sport.ba წერს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართულ პირველ შეხვედრაზე (2:2) ბოსნიელი გულშემატკივრები (ზედმეტსახელი „ბოროტების ურდო“) პოლიციასთან დაპირისპირების გამო სტადიონიდან გააძევეს და თამაშს ვერ დაესწრნენ.

„კონფერენს ლიგის პირველ მატჩზე „სარაევოს“ ფანკლუბის ასამდე წევრისგან შემდგარი ჯგუფისთვის საქართველოში მოგზაურობა რამდენიმე მიზეზის გამო დაუვიწყარი გამოდგა. კლუბის გულშემატკივრებმა, რომლებმაც 2500 კილომეტრი გაიარეს საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად, მხოლოდ წინასამატჩო მოთელვას უყურეს.

ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ქუთაისის ქუჩებში მცირე ინციდენტი მოხდა „სარაევოსა“ და „ტორპედოს“ ქომაგებს შორის (მეტსახელად „ჯუნგლები“), თუმცა სეროზულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და „სარაევოს“ ფანკლუბის წევრებს შორის სტადიონზე მოხდა. შედეგად, ბოსნიელი ქომაგები სტადიონიდან გააძევეს.

შეხვედრის შემდეგ „სარაევომ“ საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მათი გულშემატკივრების მიმართ დამოკიდებულების გამო და ქართული მხარე პოლიციის ქმედებების გამო გააკრიტიკა. საპასუხო მატჩი ხუთშაბათს, 20 ივლისს გაიმართება და უდავოა, რომ ქართველებს სტადიონზე „თბილად“ დახვდებიან“, – წერს გამოცემა sport.ba.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი სტივ კინი იმედოვნებს, რომ კონფერენსლიგის განმეორებით დაპირისპირებაში „სარაევოსთან“ მისი გუნდი უკეთ ითამაშებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

„არ ვიცი, არის თუ არა შანსები თანაბარი, მაგრამ პირველი 20 წუთის შემდეგ ვფიქრობდი, რომ დაგვამარცხებდნენ. ფრე არ მაკმაყოფილებს, რადგან მეორე ტაიმში კიდევ სამი ან ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო. მთლიანობაში, თამაშიდან გამომდინარე, ლოგიკური შედეგი იყო და ყველაფერი სარაევოში გადაწყდება.

ახლა უკვე ვიცით, რეალურად მეტოქე რა დონისაა – როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. განმეორებითი მატჩისთვის მოსამზადებლად კვირაზე ნაკლები დაგვრჩა. მეორე მატჩში, შესაძლოა, ნიკოლა ნინკოვიჩი და ომრან ჰაიდარი დაგვეხმარნონ, ისინი გუნდს გააძლიერებენ. მიზანი კი, რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლაა“, – აცხადებს „ტორპედოს“ შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი.

„სარაევოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი სარაევოში ხუთშაბათს, 20 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ევროპას ჯამური რეკორდი დაამყარებინა, სავსე ტრიბუნები კი სავსე მაინც არ ყოფილა

შევიდა და ეგრევე გაიტანა: ჯერ ძველ გუნდებში – ლეგიონერებმა მზადება დაიწყეს