in

შენგელია ცრვენა ზვეზდას უნდა

თორნიკე შენგელიას ბოლონიას „ვირტუსში“ კარგი სეზონი ჰქონდა. ქართველის გუნდი ფინალში გავიდა და თანაბარ ფინალურ სერიაში „მილანს“ მხოლოდ ერთი წაგების გამო დაუთმო ჩემპიონობა. მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თოკომ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და სერბეთში გადავიდეს, ამ ქვეყნის მთავარ გუნდში „ცრვენა ზვეზდაში“.

ქართველის თავისთან ხილვა კლუბის მთავარ მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩს სურს.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბელგრადელებმა მილოშ ტეოდოშიჩი დაიმატეს.

31 წლის ქართველს ევროლიგის რეგულარულ სეზონში საშუალოდ 9.4 ქულა, 3.1 მოხსნა და 3.1 ასისტი ჰქონდა.

შენგელიას „ვირტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ კარლსრუედან მოდის და… კორეაში მიდის

დარწმუნებული ვარ, ნანობენ… აჩი არველაძე ხვიჩას უარზე