in

ბუდუ კარლსრუედან მოდის და… კორეაში მიდის

მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ “ლელოს” დაუდასტურა, რომ ბუდუ ზივზივაძემ, შესაძლოა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბი “კარლსრუე” უახლოეს პერიოდში დატოვოს. როგორც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის აგენტმა გვითხრა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კორეულ კლუბთან.

“ის, რომ ბუდუს “კარლსრუედან” წამოსვლა სურს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ზივზივაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაწყებულია და შეიძლება საკითხი ძალიან მალე გადაწყდეს. შესაძლოა, ეს საათებსა და წუთებშიც კი მოხდეს. მოლაპარაკება გვაქვს სამხრეთკორეულ კლუბთან. ვნახოთ, რა და როგორ გადაწყდება”, – ამბობს ოდილაძემ.

ტრანსფერის შემთხვევაში, ზივზივაძე სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში მესამე ქართველი იქნება. 2021 წლიდან “ულსანში” ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ხოლო ახლახან ავსტრალიიდან გადავიდა ბექა მიქელთაძე, რომელიც კარიერას “გვანჯუში” აგრძელებს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის “კარლსრუედან” შესაძლო წასვლაზე ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა “კიკერთან” კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა გააკეთა და ისიც დაამატა, რომ კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელსაც, რადგან ზივზივაძის გაყიდვით მიღებული თანხებით სხვა ფორვარდის მიყვანას იმედოვნებენ.

29 წლის ფორვარდი “კარლსრუეში” უნგრული “ფეჰერვარიდან” 2023 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა მეორე ბუნდესლიგის გუნდში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. 8-ჯერ შეცვლაზე შევიდა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა. მან მეორე ბუნდესლიგაში ერთადერთი გოლი “კაიზერსლაუტერნთან” მოგებულ (2:0) ბოლო ტურის მატჩში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ “კარლსრუეში” გადასვლის მომენტში მას მხრის ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ამიტომაც გაუჭირდა. ახალ გუნდში გადასვლის მოტივიც სწორედ ეს არის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა საუდის არაბეთში მიდის: კვირკველიას დიდ ვარსკვლავებთან მოუწევს თამაში

შენგელია ცრვენა ზვეზდას უნდა