საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია, რომელსაც ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ ბაქოს „ნეფთჩის“ დატოვება მოუხდა, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, ლიგაში, რომელიც ძალიან ცნობილ სახელებს იზიდავს.
31 წლის კვირკველიას გუნდი უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი ქალაქ ნაჯრანის „ალ ოხდუდი“ იქნება. კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
„ალ ოხდუდი“ გასულ სეზონში მეორე ლიგაში თამაშობდა და უმაღლესში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდი პრინც ჰათლულის სტადიონზე თამაშობს, რომელიც 12 ათასს მაყურებელს იტევს.
ასე რომ, ქართველ ფეხბურთელს დიდი ვარსკვლავების წინააღმდეგ მოუწევს თამაში და დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდოსთანაც.
დაიწერა, რომ „ნეფთჩიში“ ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი ადრიან მუტუ მივიდა მწვრთნელად და ჩვენიანსაც ამის გამო მოუხდა გუნდის დატოვება, მაგრამ ირკვევა, რომ კვირკველიას ახალი შემოთავაზება ჰქონდა და ამიტომაც წავიდა ბაქოდან.
კვირკველია ნეფთჩიდან წამოვიდა: მიზეზი ახალი მწვრთნელია
GIPHY App Key not set. Please check settings