გიორგი მიქაუტაძეზე ბევრი სატრანსფერო ჭორია. ბოლო დროს იტალიური კლუბები გამოვიდნენ წინა პლანზე. „მილანსა“ და „იუვენტუსზე“ საუბრებს „ლაციოს“ უფრო რეალური ვარიანტი მოჰყვა. თუმცა სანამ სერია ა-ს ბობოლები გამოჩნდებოდნენ, მუდმივად იწერებოდა „ბარნლის“ შესახებ.
პრემიერლიგაში ახალაღზევებულმა გუნდმა „მეცს“ ქართველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, ფრანგულმა კლუბმა კი უარი თქვა, რადგან თანხა ეცოტავა. „მეცი“ 20 მილიონს ითხოვს.
ახლა ელოდებიან „ბარნლის“ საბოლოო პასუხს. „მეცის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ინგლისელები დათანხმდებიან მოთხოვნილი თანხის გადახდას ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელში.
GIPHY App Key not set. Please check settings