in

ნაპოლიმ დაიწყო, ხვიჩა პარიზშია

„ნაპოლიმ“ შეკრება დაიწყო, ჯერ არასრულად, ზოგიერთი ფეხბურთელი მოგვიანებით შეუერთდება გუნდს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც შვებულების დღეებს პარიზში ატარებს.

ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად პირველი მეტოქე სამოყვარულო „ანაუნე“ იქნება, რომელსაც ერთი წლის წინ „ნაპოლიმ“ 10:0 მოუგო. იმ მატჩში ხვიჩამ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. „ნაპოლი“ მეორე მატჩში 24 ივლისს სპალ-ს შეხვდება.

ბოლო ინფორმაციით, გუნდში რჩება ვიქტორ ოსიმენი, რომელშიც კლუბის პრეზიდენტი 200 მილიონს ითხოვს. სატრანსფერო სიახლეებს ჯერ კიდევ ველით, ერთადერთი ოფიციალურად გუნდი კორეელმა მცველმა კიმმა დატოვა.

გუნდის დატოვებას არ აპირებს მარიო რუი. პორტუგალიელ მცველს კიდევ ერთი სეზონის გატარება სურს ნეაპოლში, მას ბოლო დროს გააქტიურებული საუდის არაბეთიდან იწვევენ. სამაგიეროდ ფულის ცდუნებას შესაძლოა ვერ გაუძლოს პიოტრ ზელინსკიმ და „ალ აჰლიში“ წავიდეს.

ამასობაში „ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ახალ თავკაცს რუდი გარსიას რჩევა მისცა.
„ნაპოლიმ“ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. რუდის მინდა ვურჩიო, რომ მაქსიმალურად მშვიდად იმუშაოს. ფრანგი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია“, – განაცხადა სპალეტიმ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვის ახალი ვარიანტი: გალათასარაი

15 მილიონი არა, 20: დაამატებს თუ არა ბარნლი მიქაუტაძეში კიდევ 5 მილიონს