in

დაივიწყეთ ზურიკო: ბორდომ დავითაშვილის მსურველი იტალიური კლუბი უარით გაისტუმრა

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სულ ბოლო მომენტში გაუშვა ხელიდან ლიგა 1-ში დაწინაურების შანსი და ამ მიზნის მიღწევას მომდევნო სეზონში შეეცდება. მიზანი რომ დაწინაურება იქნება ისედაც არ იყო რთული გამოსაცნობი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის დაკომპლექტების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ესეც სერიოზულ მიზნებზე მეტყველებს. ერთ-ერთი სწორედ დავითაშვილია, რომელიც ოფიციალურად გამოისყიდა კლუბმა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

პარალელურად ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშის შემდეგ, იტალიური კლუბები სულ უფრო იხედებიან ქართველი ფეხბურთელებისკენ. კვერნაძე უკვე შეიძინეს, ხშირად წერენ მიქაუტაძეზე, ახლა ზურიკოც დაემატათ. ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა „ბორდოს“ ოფიციალურად მიმართ ქართველის თაობაე, 9 ნილიონი ევროც შესთვაზა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა უარით გაისტუმრა.

22 წლის დავითაშვილს კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლამდე აკავშირებს. „ტრანსფერმარკტი“ ქართველის სატრანსფერო ღირებულებად სამი მილიონს ასახელებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენმა გულშემატკივრებმა ქართული პოლიციის წარმოუდგენელი რეპრესიები გამოიარეს: რა მოხდა ქუთაისში

ჩაკვეტაძეს სლოვანში ქართველი ჩაანაცვლებს: საბურთალოს კაპიტანზე მოლაპარაკებები დაწყებულია