„კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია სრული სვლით მიმდინარეობს. დანგრეული კედლები გულშემატკივრებს გულს უხეთქავს.
სამუშაოების დაწყებამდე იღბალისა და წარმატებისთვის რამდენიმე ნივთი ჩამარხეს: სპორტული გაზეთი, „ბარსას“ მაისური, სერჟი ბუსკეტსის კაპიტნის სამკლაური, ბურთი, ბუცები, კატალონიისა და „ბარსას“ დროშები.
მედია ფოტოებს აზიარებს, ფანები ემოციებს.
„მესმის, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ მაინც მტკივნეულია. გულს მიხეთქავს“.
„თქვენც გაქვთ შეგრძნება, რომ მთელი საფეხბურთო ეპოქა დასრულდა“.
„როგორი სიმბოლურია, რომ „კამპ ნოუსთან“ ერთად „ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. დიადი ესპანური ფეხბურთის ეპოქა დასრულდა“.
„მივხვდი, რომ ტყუილად მიცხოვრია. რეკონსტრუქციამდელ „კამპ ნოუზე“ ნამყოფი არ ვარ“.
„როდესაც ვნახე როგორ ანგრევენ „კამპ ნოუს“, გულწრფელად სევდა მომაწვა“.
როგორ შეიცვლება კამპ ნოუ?
მთავარი – ტევადობა გაიზრდება 99-დან 110 ათასამდე. ამის გამო „კამპ ნოუ“ მესამე იქნება მსოფლიოში.
მესამე იარუსი მთლიანად გადაკეთდება, შესაძლოა პირველიც.
შესაძლოა ხარჯები შემცირდეს. თავიდან ფიქრობდნენ 1.1 მილიარდ ევროს დანახარჯებს, მაგრამ ალბათ 960 მილიონში ჩაეტევიან, ან სულაც 930 მლნ ევროში.
მომდევნო სეზონს „ბარსელონა“ ოლიმპიურ სტადიონზე გაატარებს. გუნდი „ნოუ კამპზე“ 2024/25 წლების სეზონში დაბრუნდება და 50%-იანი ტევადობით ითამაშებს. სრულად სამუშაოები 2025/26 წლების სეზონში უნდა დასრულდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings