„კრისტალ პალასის“ ყოფილი თავდამსხმელმა უილფრიდ ზაჰამ შესაძლოა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გააფორმოს. ამაზე The Guardian წერს.
30 წლის კოტდივუარელმა უარი უთხრა საუდის არაბეთის “ალ ნასრის“, სადაც მოგეხსენებათ კრიშტიანო რონალდო თამაშობს. მასზე პრეტენზია აქვთ „ნაპოლის“ და „გალათასარაის“. დაწერეს პსჟ-ს შესახებაც, თუმცა ახლა პარიზულ კლუბს ლამის ყოველ მეორე ფეხბურთელს უკავშირებენ. ზამთარში კი ზაჰა ახალი სეზონში „არსენალში“ გადაჰყავდათ.
ამ ზაფხულს ზაჰას კონტრაქტი ამოეწურა „კრისტალ პალასთან“, ის ლონდონურ კლუბში 2013 წლის შემდეგ თამაშობდა. ბოლო სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
ზაჰას ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, 2017 წლიდან კი კოტდივუარის ეროვნულ გუნდშია. თითქმის არ უთამაშია, მაგრამ 2013-15 წლებში „მანჩესტერში“ იყო.
ამ მართლაც ძალიან კარგ თავდამსხმელზე ხშირად უთქვამთ, რომ ის ტოპ კლუბს იმსახურებს.
ამასობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ფაბიო კანავარომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„მან ჯერ კიდევ უნდა მოუმატოს და გაიზარდოს. გასული ჩემპიონატის პირველი ნაწილი გამორჩეულად კარგად ჩაატარა, მერე კი უფრო გაუჭირდა, რადგან მეტოქეები მიხვდნენ და მისი მეურვეობა დაიწყეს“, – ციტირებს კანავაროს ITASportPress.
იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი 1992-95 წლებში თავადაც თამაშობდა „ნაპოლიში“.
GIPHY App Key not set. Please check settings