in

ქალთა ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებთან იწვა: ეს ნორმაა – გოგონებს ემუქრებოდნენ

ზამბიის ნაკრების მწვრთნელი სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.

ბრიუს მვაპეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ზამბიის ფეხბურთის ასოციაციამ 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ იძიებს ქალთა ფეხბურთში სექსუალურ დანაშაულს და საქმე ფიფას გადასცა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილი ქალთა ნაკრების მწვრთნელი. ასევე იძიებენ U17-ის მწვრთნელის კალუბა კანგვას საქმეს.

„თუ მვაპეს მოუნდება ვინმესთან დაწოლა, თქვენ უნდა თქვათ „დიახ“. ჩვენს გუნდში ის, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებთან წევს, ნორმაა“, – განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელმაც ანონიმურობა არჩია.

„ფეხბურთელებს სასჯელით ემუქრებოდნენ თუ ხმას გაიღებდნენ, ფედერაცია თვალს ხუჭავდა, რადგან შედეგები კარგი იყო. მაგრამ კულისებს მიღმა ყველაფერი საშინლადაა“, – უთხრა წყარომ The Guardian-ს.

მვაპემ კომენტარზე უარი თქვა, ფედერაციამ აცნობა, რომ პოლიციასთან თანამშრომლობს. ფიფა საქმის კურსშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნი ფიქრობს: დატოვოს როგორც არის თუ მომავალზე იფიქროს და მამარდაშვილი აიყვანოს

მბაპე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია: მან ლეგენდებს უკვე გაუსწრო