საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი 25 წლამდე ასაკის მეკარეთა საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს და ამაში გასაკვირი არც არაფერია. ახალგაზრდა ქართველზე ისედაც დიდი მოთხოვნაა და მის სახელს დიდ ევროპულ კლუბებს უკავშირებენ, ბოლოს თვით მიუნხენის „ბაიერნზე“ ითქვა.
რაც შეეხება კვლევას, ის CIES Football Observatory-მა გამოაქვეყნა.
კვლევაში მსოფლიოს 75 ლიგის ფეხბურთელების შედეგები გაანალიზეს.
მამარდაშვილის ხუთეულში მოხვედრის ამბავი “ვალენსიამ” თავის გვერდზე დაწერა.
25 წლამდე ასაკის საუკეთესო მეკარეები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნათამაშები მატჩებისა და წუთების მიხედვით გამოარჩიეს. მამარდაშვილი კი მთავარი მეკარე იყო „ვალენსიაშიც“ და ეროვნულ ნაკრებშიც. მეტიც, თუ გახსოვთ, გიორგიმ ესპანური კლუბის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, თასის შევხედრებშიც კი. ჩვენიანის კოეფიციენტმა 67.0 შეადგინა.
მამარდაშვილზე წინ აღმოჩნდნენ ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ბენტკო კრეპსკი („ატლეტიკო პარანაენსე“) და დიოგო კოშტა („პორტო“).
GIPHY App Key not set. Please check settings