ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმში ჩემპიონობისთვის ინგლისი და ესპანეთი იბრძოლებენ.
ნახევარფინალებში სენსაცია აღარ მომხდარა და ფინალში ფავორიტები გავიდნენ, თან განსაკუთრებული გაჭირვების გარეშე. ორივემ დიდი ანგარიშით მოიგო. ვინ იცის იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, ნახევარფინალური წყვილები სხვაგვარად დამჯდარიყო. საფრანგეთი ბევრად გაუწევდა წინააღმდეგობას ესპანეთს (შესაძლოა მოეგო კიდეც), ხოლო საქართველი ინგლისთან ფავორიტი არ იქნებოდა, მაგრამ გადავსებული სტადიონი და საშინაო კედლები მეტ ემოციას და უფრო დაძაბულ თამაშს მოიტანდა.
ინგლისელებმა ისრაელს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიშის გახსნამდე კი პენალტიც გააფუჭეს. უნდა ითქვას, რომ ინგლისს ამ ჩემპიონატზე ჯერ გოლი არ გაუშვია და ისე მივიდა ფინალამდე.
დიდი სხვაობა დაფიქსირდა მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბუქარესტმა უმასპინძლა. ესპანეთის და უკრაინის შეხვედრა უკრაინელთა სწრაფი გოლით დაიწყო. თუმცა ესპანელებმა რუისის, სანცეტის, ბლანკოს, ოროსის და გომესის გოლებით 5:1 დაამარცხეს მეტოქე და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
8 ივლისს, ბათუმში, ინგლისი-ესპანეთის ფინალი 20:00 საათზე დაიწყება.
ევრო 2023. U21. 1/2 ფინალი
ისრაელი – ინგლისი 0:3
05.07. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 11 801 მაყურებელი
გოლები: 0:1 გიბს-უაითი (42. პალმერის პასით), 0:2 პალმერი (63. სმით-როუს პასით), 0:3 არჩერი (90. პალმერის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: გიბს-უაითი (17)
ისრაელი: ცარფატი – ლემკინი, კოენი, განდელმანი (89. ფერედე) – ჯაბერი, აზულაი (75. ბილუ), გლუხი, ჰაგაგი (56. ხალაილი), რევივო – ტურგემანი (89. აბუ რუმი), ლაიუსი (56. გურნო)
ინგლისი: ტრეფორდი – გარნერი, თომასი, კოლუილი, ჰერვუდ-ბელისი – გიბს-უაითი (78. მადუეკე), ჯოუნსი (88. დოილი), პალმერი, ანხელ გომესი (78. სკიპი) – გორდონი (74. არჩერი), სმით-როუ (74. ელიოტი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კერტის ჯოუნსი
ესპანეთი – უკრაინა 5:1
05.07. ბუქარესტი. სტიაუა. 8 204 მაყურებელი
გოლები: 0:1 ბონდარენკო (13. მუდრიკის პასით), 1:1 რუისი (17. ვიქტორ გომესის პასით), 2:1 სანსეტი (24. ბაენას პასით), 3:1 ბლანკო (54), 4:1 ოროსი (68. ბარენეჩეას პასით), 5:1 სერხიო გომესი (78. რუისის პასით)
ესპანეთი: ტენასი – ვიქტორ გომესი, პარედესი, პაჩეკო, მირანდა – ბლანკო (75. ბერნაბე), ბაენა (75. ვეიგა) – სანსეტი (59. ოროსი) – როდრი (59. ბარენეჩეა), სერხიო გომესი (80. რიკელმე), რუისი
უკრაინა: ტრუბინი – სიჩი, ბატაგოვი, ტალოვიეროვი, ვივჩარენკო (61. ბრაგარუ) – ბრაჟკო (61. ჟელიზკო), ბონდარენკო (76. ოჩერეტკო) – ნაზარენკო (46. კაშჩუკი), სუდაკოვი, მუდრიკი – სიკანი (61. ვანატი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აბელ რუისი
GIPHY App Key not set. Please check settings