in

ეს უკვე ამბავია: ბაიერნი მამარდაშვილს აკვირდება, თუმცა… ჯერ არ უნდა

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჰყავს მეკარეების სიაში.

ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ქართველის მიმართ ინტერესი ინგლისურ და იტალიურ კლუბებს აქვთ, მაგრამ ახლა „ბაიერნმაც“ გამოიჩინა ინტერესი. თუმცა, უახლოეს მომავალში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან „ბაიერნი“ ამჟამად უპირატესობას სხვა პოზიციებს ანიჭებს, როგორიცაა თავდამსხმელი, ცენტრალური მცველი და ნახევარდაცვა.

სხვა საკითხია, რომ „ბაიერნს“ ამჟამად ძალიან ბევრი მეკარე ჰყავს. იან ზომერისა და ალექსანდრ ნუბელის მომავალი გაურკვეველია, რადგან მანუელ ნოიერის დაბრუნება ნიშნავს, რომ 37 წლის ფეხბურთელი კლუბში პირველ ნომერს შეინარჩუნებს, ხოლო სვენ ულრაიხი მისი რეზერვი იქნება.

მამარდაშვილის ტრანსფერი, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ნოიერის შესაძლებლობები დაქვეითდება და აღარ იქნება ისეთი სანდო, როგორც ადრე იყო. მაშინ ქართველი შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე.

მამარდაშვილს მოქმედი კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2027 წელს ეწურება. 22 წლის ფეხბურთელი „ვალენსიაში“ 2022 წელს გადავიდა თბილისის „დინამოდან“ სულ რაღაც 850 ათას ევროდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბავშვები კი არა, მხეცები ყოფილხართ: საქართველომ იტალიას მოუგო და მსოფლიოზე შედეგი უკვე დადო

სუპერთასი თბილისის დინამომ მოიგო