in

დღეს უიმბლდონი იწყება: საპრიზო ფონდი სარეკორდოა – ვინ არიან ფავორიტები?

დღეს ლონდონში „დიდი სლემის“ ალბათ მთავარი ტურნირი იწყება – უიმბლდონი.

წელს სარეკორდო საპრიზო თანხას გაითამაშებენ – 44.7 მლნ ფუნტ სტერლინგს. მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები 2.35 მლნ ფუნტს მიიღებენ, პრიზიორები – 1.185 მლნ ფუნტს.

მამაკაცთა შორის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ბუქმეკერები მისი გამარჯვების ალბათობას 1.62 კოეფიციენტით აფასებენ.
მეორე ადგილზეა ესპანელი კარლოს ალკარასი – 5.50. მესამე ადგილს იყოფენ იტალიელი იანიკ სინერი და დანილ მედვედევი – 20.00.

ქალთა შორის მთავარ ფავორიტად პოლონელ იგა სვიეტეკს ასახელებენ. მისი მოგების კოეფიციენტი 3.80-ია. მეორე ადგილზე დააყენეს ყაზახი ელენა რიბაკინა, რომელმაც 2022 წელს მოიგო კიდეც უიმბლდონი. მას 5.50 დაუწერეს. ბელარუსი არინა სობოლენკო მესამეა სიაში კოეფიციენტით – 6.00.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცნობილი გახდა მესის ხელფასი მაიამიში: ის რონალდოს ფულს ბევრად ჩამოუვარდება

მამარდა და კალანდაძე სიმბოლურში არიან