in

ყველა ბილეთი გაყიდულია: საიტმა ისევ გაჭედა, გადამყიდველები უკვე საქმეში არიან

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალური მატჩის ბილეთები ოფიციალურად აღარ იყიდება, მიზეზი ბანალურია – ყველა გაიყიდა.

ეს მოსალოდნელიც იყო. მას შემდეგ, რაც შეჩერდა საიტზე tkt.ge ბილეთების რეალიზება „მიხეილ მესხზე“ და ცოტა ხანში ფედერაციამ გამოაცხადა, რომ თამაში „დინამო არენაზე“ გადმოჰქონდა, ცხადი იყო, რომ დილის 12:00 საათიდან საიტს უამრავი მსურველი მიაწყდებოდა. ასეც მოხდა და კვლავ განმეორდა ტრადიციული ვითარება – რიგის ნომერი ათეულ ათასებს აღწევდა, საიტმა გაჭედა, შესული მომხმარებელი გამოაგდო და ა.შ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო-ისრაელის შაბათის მატჩზე ბილეთს ვერ იშოვით: გადამყიდველები უკვე საქმეში არიან და ჯერ, როცა tkt.ge “გაციებულიც არ ყოფილა“, უკვე 100 ლარში სთავაზობდნენ. მოკლედ, მოუგვარებელი პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

დადებითი ის არის, რომ სხვისი თვალისთვის ეს კარგია: უეფას და ევროპას არ ახსოვს ახალგაზრდულ ევროზე ამდენი ხალხი დადიოდეს და ბილეთები ასე სწრაფად იყიდებოდეს. დასწრების ორი რეკორდი სწორედ ჩვენზე მოდის – ჯერ ბელგიასთან და მერე გაუმჯობესებული მაჩვენებელი ნიდერლანდებთან. ისე, ყველა ბილეთი მაშინაც კი იყო გაყიდული, მაგრამ სტადიონი მაინც არ გავსებულა. ეს კიდევ ცალკე ამოსახსნელი ფენომენია.

რაც შეეხება იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრების სხვებზე მეტად სჯეროდათ და ¼ ფინალის ბილეთები „მიხეილ მესხზე“ ჯერ კიდევ მანამდე შეიძინეს, ვიდრე გაირვეოდა, რომ საქართველო პირველ ადგილზე გავიდოდა, მათ tkt.ge-მა მესიჯი გაუგზავნა: „განახლებული ბილეთის ბმული გადმოგეგზავნებათ მატჩის წინა დღეს“. ვნახოთ აბა ეს როგორ მოგვარდება.

„12 საათში 1/4-ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

იღბლიანები შაბათს სტადიონზე იქნებიან, სხვები ტელეეკრანებთან. მთავარია საქართველომ მოიგოს და ნახევარფინალში გასვლით უდიდესი ალბათობით ოლიმპიური თამაშების საგზურსაც მოვიპოვებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს გოლი ტურის გოლზეა წარდგენილი: მიეცი ხმა

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე აწი ჩვენებიც იქნებიან: ქართველებმა უეფას სიახლე დაამტკიცებინეს