გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საზაფხულო სერია და „მილოუკი ბაქსმა“ „მინესოტას“ 87:75 სძლია.
მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მამუკელაშვილმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო. სანდრომ 18 ქულა, 15 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
„ბოსტონთან“ მატჩში მამუმ 28 ქულა მიითვალა. მოკლედ, ქართველი კალათბურთელი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს და სულ მალე, ჩინებულ ფორმაში მყოფი 21 წლის ფორვარდი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
GIPHY App Key not set. Please check settings