ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, ახლა დიდი ფეხბურთი ისვენებს. წინა კვირას სანაკრებო მატჩები მაინც იყო, ახლა კი ფეხბურთელები შვებულებებში არიან, თუმცა გუნდები მალე შეიკრიბებიან (უფრო ივლისის დასაწყისში) ) და მზადებას დაიწყებენ. თუმცა დატვირთულ შაბათ-კვირამდე ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი.
რამდენიმე ლიგამ უკვე გამოაქვეყნა კალენდრის დეტალები, თუნდაც მთავარმა, პრემიერლიგამ.
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ სუპერთასებია. 6 აგვისტოს „უემბლიზე“ „სიტი“ „არსენალს“ შეხვდება. 12-შია „ბაიერნი“-„აინტრახტი“. პლუს „სიტი“ და „სევილია“ ევროპის სუპერთასზე – 15 აგვისტოს.
ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული პირველობების სტარტამდე ევროთასების საკვალიფიკაციო მატჩებიცაა, რომელშიც ქართული კლუბებიც გამოდიან.
ტოპ ლიგების სტარტი
პრემიერლიგა – 11 აგვისტო
ლა ლიგა – 11 აგვისტო
ლიგა 1 – 12 აგვისტო
ბუნდესლიგა – 18 აგვისტო
სერია ა – 19 აგვისტო
ჩემპიონშიფი – 4 აგვისტო
პორტუგალია – 11 აგვისტო
ნიდერლანდები – 11 აგვისტო
ევროთასები
ჩემპიონთა ლიგა – 19 სექტემბერი
ევროპა ლიგა – 21 სექტემბერი
კონფერენს ლიგა – 21 სექტემბერი
GIPHY App Key not set. Please check settings