საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ ევრო 2023-ის მეორე ტურის მატჩს ითამაშებს ბელგიასთან. მეტოქე ძალიან სერიოზულია, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით გაძლიერდა. ხვალინდელ შეხვედრამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერემცია გამართა და მზადებაზე ისაუბრა.
რამაზ სვანაძე:
„რთულ მატჩს ველოდები. ამ ტურნირზე იოლი თამაში არც იქნება. კონკრეტულად ამ შეხვედრისთვის ვემზადებით. პორტუგალიასთან კარგი თამაში იყო, მაგრამ საუკეთესო არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს, პირველ რიგში, შეტევაში.
საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა. სირთულე ისაა, რომ 72 საათში ერთხელ გვიწევს თამაში. ბევრი ასეთ რეჟიმს არ არის შეჩვეული. მთავარია, ერთსულოვნება და გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ.
ახლა მხოლოდ დადებითი ემოციები გვაქვს, ნახეთ მაყურებლის ემოციებიც. ეს კარგია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი უკვე ხვალინდელი დღეა. ასეთ მეტოქესთან წინასწარ რაიმეს გათვლა რთულია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ.
ბელგია დაბალანსებული, ტაქტიკურად გამართული და ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია. ისეთი მეტოქეები გვყავს, რომლებიც შეცდომებს არ გპატიობენ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს.
ვისი გვეშინია ბელგიასთან? მეტოქის შემადგენლობაში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატებ და მთელ გუნდს გამოვყოფ. მათ სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ.
რაც შეეხება მეკარე კუტალაძემ, მან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია და ბელგიასთან ის ითამაშებს.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ და არ ველოდები, რომ ცვლილებებმა სიტუაცია არიოს. ყველა, ვინც შემოგვიერთდა, ჩვენთან ადრეც უთამაშია და მათ იციან, რა მოთხოვნები გვაქვს“.
GIPHY App Key not set. Please check settings