ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს ოფიციალური მონაცემებით 24 425 მაყურებელი დაესწრო, თუმცა მეორე ტაიმში აშკარად მეტი ხალხი იყო. მიუხედავად ამისა, ეს რიცხვიც ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში დასწრების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
ახალგაზრდულ ევროზე რეკორდი 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალზე (ესპანეთი-იტალია) 34 600 გულშემატკივარი მივიდა.
საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენების მომდევნო შეხვედრას უფრო მეტი ქომაგი დაესწროს და შესაბამისად ახალი რეკორდიც დაფიქსირდეს. ხვალ, 24 ივნისს საქართველო ბელგიას ეთამაშება. მერე სამშაბათს ნიდერლანდებს და აქაც ხომ შეიძლება ბევრი ხალხი მივიდეს. მოკლედ, საქართველოს შანსი აქვს ევროპას აჩვენოს აქ როგორ უყვართ ფეხბურთი.
24 ივნისი. 20:00
საქართველო V ბელგია
27 ივნისი. 20:00
საქართველო V ნიდერლანდები
სხვათა შორის, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატების დასწრების რეკორდიც საქართველოში დაფიქსირდა. 2017 წელს საქართველო- ჩეხეთის შეხვედრაზე „მიხეილ მესხზე“ 25 ათასი ადამიანი მივიდა.
და ერთიც: არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი სათქმელი. პორტუგალიასთან მატჩზე სტადიონის ტურნიკეტები ბილეთებს არ ატარებდა (კოდს ვერ კითხულობდა), მაყურებელი ვერ შედიოდა და გარეთ კარგა ხანს დარჩა. იმედია, ტექნიკურ პრობლემებს მიხედავენ და მსგავს უკმაყოფილებას არ გააფუჭებინებენ ასეთ ტურნირს.
რატომ ვგულშემატკივრობთ ინგლისს და საფრანგეთს
GIPHY App Key not set. Please check settings