in

რატომ ვგულშემატკივრობთ ინგლისს და საფრანგეთს

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ქართველი გულშემატკივარი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. ამ ისტორიულ ტურნირზე შანსი მართლაც გვაქვს, კარგი შემადგენლობა მოგვიგროვდა (ეჰ, კვარა და მიქაუატაძეც რომ ყოფილიყვნენ), შინ ვთამაშობთ, მოტივაცია დიდია და ა.შ.
და არის კიდევ ერთი – ოლიმპიური თამაშები. დიახ, ევროპის ჩემპიონატზე თუ სამეულში მოვხვდებით, ოლიმპიადაზე წავალთ, რაც მართლაც უდიდესი მიღწევა იქნება. მაგრამ არის კიდევ ერთი კარგი ამბავი – შესაძლოა სამეული არც გახდეს საჭირო.
აი თავად შეაფასეთ ვითარება:

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი სამი გუნდი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს;

საფრანგეთის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხეადგილოსანი გუნდიც ითამაშებს, რადგან საფრანგეთი მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელია და ტურნირზე აუცილებლად იქნება;

ინგლისის ნაკრების ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ოლიმპიადაზე ჩემპიონატის მეხუთე გუნდიც მოიპოვებს ოლიმპიური თამაშების საგზურს, რადგან ინგლისი დამოუკიდებლად ოლიმპიადაზე არ გამოდის და დიდი ბრიტანეთის ნაკრები გაერთიანებული გუნდით იღებს მონაწილეობას.

შანსი არის, ახლა მისი გამოყენების დროა!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა შემთხვევაში გამოვა ინტერი: ტოტენჰემი მამარდას გადაბირებას იწყებს

მორჩა, გამოვიდა: მბაპე რეალში გადადის -ტრანსფერის თანხა 200+50 მილიონია