ბათუმში საოცარი საფეხბურთო ზეიმი ვიხილეთ. ძალიან მაგარი ატმოსფერო, დაძაბული მატჩი, ისეთი როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩემპიონთა ლიგას. აჭარლებმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავას “სლოვანი” მიიღო და საოცრად დრამატულ 120 წუთიან ბრძოლაში ბოლო წამებზე კუთხურიდან ჩახვეული ბურთით 1:2 წააგო.
ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრები მატჩის წინ ამბობდნენ, რომ სლოვაკურ გუნდს დღეს ნამდვილ “ქარიშხალს” მოუწყოდბნენ და ესეც მოხდა. ასეთი ორგანიზებული და საოცარი გულშემატკივრობა საქართველოში ნამდვილად რთულად გასახსენებულია. გადათეთრებული “აჭარაბეთ არენა” და მთელი მატჩის განმვლობაში გაუჩერებელი გულშემატკივრები. ‘შავი ზღვის პირატები” საოცარი შემართებით ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.
ეს მუხტი ფეხბურთელებზეც გადავიდა და ბათუმის “დინამო” პირველივე წუთებიდან საოცარი შემართებით თამაშობდა. გია გეგუჩაძის შეგირდები ნებისმიერი ბურთზე, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში საოცარი თავგანწირვით იბრძოდნენ. “დინამომ” დიდი უპირატესობა მოიპოვა. საოცრად აქტიური იყო გრიგოლ ჩაბრაძე. ბათუმელთა თითქმის ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვოთარდებოდა. აჭარლები მეტს უტევდნენ, მაგრამ გადამწყვეტ დარტყმამდე მისვლა ჭირდა. ბევრი ტრიალი საჯარიმოს სიახლოვეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ჭირდა. ბათუმელებმა გაიტანეს კიდეც, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის გოლი თამაშგარე მოდგომარეობის გამო გაუქმდა. შორეული მანძილიდან დაეუფლა მეტოქის კარს ბენჟამინ ტეიდიც, მაგრამ ბურთი მცირედით აცდა მეტოქის კარს.
“სლოვანის” ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი ფეხბურთელი იყო, გურამ კაშია დაცვაში ნორმალურად იდგა. ჯაბა კანკავას ცენტრში ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველებმა აკარად აჯობეს, რადგან ცენტრი სრულად ბათუმელების იყო. გიორგი ჩაკვეტაძეს კი, ბურთი ნორმალურად პრაქტიკულად არ მისვლია.
მიუხედავად სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობისა პირველმა ნახევარმა მომენტების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი ზუსტი დარტყმა მატჩის 41-ე წუთზე ირაკლი აზაროვს ჰქონდა, რომლის შორეული გასროლაც “სლოვანის” მეკარე ადრიან ჩოვანმა მარტივად მოიგერია.
ტაიმის მიწურულს ჯოვინომაც დაარტყა, მაგრამ ააცილა.
მეორე ტაიმის უფრო საინტერესოდ დაიწყო. “სლოვანმა” თამაში მაღლა აიტანა და ქართული გუნდის კარისკენ დარტყმაც მოახერხა, მაგრამ ლაზარე კუპატაძე დამაჯერებლად იდგა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდა “დინამოსაც”. ჯოვინოს მახვილი კუთხიდან დარტყმული მკეარემ მოიგერია. გაცილებით სახიფათო იყო მატჩის 57-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის დარტყმა. ზურიკო ფლანგიდან ცენტრში შეიწია და გაისროლა, მაგრამ სლოვაკთა მეკარემ თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
მატჩის 65-ე წუთზე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელები და გულშემატკივრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. ზურიკო დავითაშვილმა კარგი სოლორეიდი განახორციელა, მაგრამ საჯარიმოში ბრწყინვალე ვარდნით გურამ კაშიამ ბურთი კუთხურზე გადააგდო.
მალე, ჯაბა ჯიღაურს ჰქონდა გატანის ძალიან რეალური შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან ძლიერად ვერ დაარტყა და მეკარემ მოიგერია. საპასუხოდ, მომენტი შექმნა “სლოვანმაც”. ჟრმალი დაემუქრა ბათუმელთა კარს, მაგრამ ლაზარე ადგილზეა.
მატჩის 70-ე წუთზე კიდევ ერთი საკამოთო ეპიზოდი იყო. სანდრო ალთუნაშვილი საჯარიმოშო შევიდა და ის პაუშჩეკმა წააქცია. განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ალთუნაშვილი მცველს გაცდენილი იყო სლოვაკთა მცველს ბურთზე არ უთამაშია, მაგრამ პორტუგალიელი არბიტრის სასტვენი ისევ დუმს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს “სლოვანს” შეეძლო გატანა, მაგრამ მათი გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თავური დარტყმით ბურთი მცირე მანძილით ააცილა კარს.
საბოლოოდ, ძირითადი დრო, ბრატისლავის მატჩის მსგავსად, 0:0 დასრულდა და საქმე დამატებით დრომდე მივიდა.
დამატებით დროში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ზედმეტს მაინც არავინ რისკავდა. ერთ მომენტში მათე ვაწაძე ცდილობდა ეფექტურად დარტყმას, მაგრამ არ გამოვიდა. ბათუმის “დინამომ” მაინც გაიტანა. შეხვედრის 103-ე წუთზე “სლოვანის” კარის ბადე ზურიკო დავითაშვილმა შეარხია.
დამატებითი დროის მეორე 15 წუთი სლოვაკები მეტად აქტიურობდნენ და გაიტანეს კიდრც. მატჩის 115-ე წუთზე წონასწორობა ტიგრენ ბარსეგიანმა აღადგინა. 120-ე წუთზე კი, ვლადიმირ ვაისმა ბურთი კუთხურიდან ჩაახვია და მატჩი ზღაპარში მოიგო.
საბოლოოდ, 1;2 და “სლოვანი” მომდევნო ეტაპზეა. ბათუმის “დინამო” კი, ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.
დინამო ბათუმი -სლოვანი ბრატისლავა 1:2 (0:0)
აჭარაბეთ არენა. ბათუმი
1:0 ზურიკო დავითაშვილი (103) 1:1 ბარსეგიანი (115) 1:2 ვლადიმირ ვაისი (120)
“დინამო ბათუმი”: კუპატაძე, ჩაბრაძენ(85.ფალავანდიშვილი), რეხვიაშვილი, აზაცკი, აზაროვი (105.ნავალოვსკი), ტეიდი (85.ვაწაძე), ალთუნაშვილი (113.რადინი), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (62.ჯიღაური), დავითაშვილი, ფლამარიონი
“სლოვანი ბრატისლავა”: ჩოვანი, მედვედევი (114. გრინი), კაშია, აბენა, პაუშჩეკი (105.რამირესი), კუცკა (114. მუსტაფიჩი), კანკავა, ვაისი, ჰოლმანი(45.შაპონჯიჩი), ჩაკვეტაძე (63.ბარსეგიანი), სავრიჩი (67. ჟრმალი)
გაფრთხილება: კუცკა (26), რეხვიაშვილი (71) ფალავანდიშვილი (100) დავითაშვილი (113) ვაისი (113)
GIPHY App Key not set. Please check settings