in

ევრო 2023: იტალიას წააგებინეს, გერმანიას პენალტის დარტყმა დაავიწყა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე საქმეში ფავორიტებიც ჩაერთვნენ. დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს საფრანგეთი და იტალია შეხვდნენ. მატჩი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
ამ შეხვედრას უსკანდალოდ არ ჩაუვლია. იტალია აგებდა და ბოლომდე უტევდა. ერთ ეპიზოდში ბელანოვას თავურის შემდეგ მეტოქის მცველმა ლუკებამ, უკვე კარის ხაზს შიგნით მდგომმა გამოიტანა ბურთი, თან ხელით. მსაჯმა ვერ დაინახა, ვიდეორეფერი კი არ არის.
ასევე საეჭვო იყო ფრანგების მეორე გოლი, როცა მოედნის ცენტრში იტალიელზე აშკარა ჯარიმა არ დაფიქსირდა და შეტევა გოლით დასრულდა.

C ჯგუფში კი პირველი ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა და უამინდობის მიუხედავად თამაშებს საკმაო დაესწრო მაყურებელი.

ინგლისმა ჩეხეთს 2:0 სძლია. შეხვედრა ბრიტანული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ქუთაისში მოქმედი ჩემპიონი გერმანია 45+2-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ ისრაელთან ფრეს დასჯერდა – 1:1. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს.

C ჯგუფი

ჩეხეთი – ინგლისი 0:2
22.06. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 8 168 მაყურებელი
გოლები: 0:1 რემზი (47. გორდონის პასით), 0:2 სმით-როუ (90+4. არჩერის პასით)

ჩეხეთი: იაროში – გაბრიელი, ვიტიკი, ჰრანაჩი, ჩედიდლა – კალოჩი (81. ვალენტა), ჩერვი – სულჩი (66. კარაბეცი), ჟამბურეკი (66. დანეკი), კუსეი (60. იურაშეკი) – შეიკი (66. ფილა)

ინგლისი: ტრეფორდი – გარნერი, ჰარვუდ-ბელისი, კოლვილი, აარონსი (89. ჯონსონი) – გომესი (79. სკიპი), ჯოუნსი, რემზი, გიბს-უაითი (88. ელიოტი) – მადუეკე (79. სმით-როუ), გორდონი (79. არჩერი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რემზი.

გერმანია – ისრაელი 1:1
22.06. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 2 442 მაყურებელი
გამოუყენებელი პენალტი: მუკოკო (3), ნგანკამი (78)
გოლები: 0:1 ტურგემანი (20. გლუხის პასით), 1:1 ბისეკი (26. შტილერის პასით)

გერმანია: ატუბოლუ – ვაგნომანი, ბისეკი, მატრიჩანი, ნეტცი (86. ვაისჰაუპტი) – კაიტელი (82. მარტელი) – კრაუსი, შტილერი – ჰუსეინბაშიჩი (72. ნგანკუმი) – მუკოკო (83. ვაიპერი), შადე

ისრაელი: პერეტცი – კარცევი, ლემკინი, ჯაბერი, კოენი, რევივო – აზულაი (75. ხალაილი), განდელმანი, ბილევი (46. ბარი), გლუხი (86. ლაიუსი) – ტურგემანი (64. გურნო)
გაძევება: კარცევი (45+2)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პერეტცი.

D ჯგუფი

ნორვეგია – შვეიცარია 1:2
გოლები: 1:0 სეიდე (19. ზაფეირისის პასით)22.06. კლუჟ-ნაპოკა. CFR კლუჟი. 1 279 მაყურებელი, 1:1 ნდოიე (36. იმერის პასით), 1:2 იმერი (56. რიდერის პასით)

ნორვეგია: ჰედენსტადი – სებულონსენი, ჰეგჰეიმი, დალანდი, ვოლფე – ჰოვე, მანსვერკი (46. კიტოლანო), ზაფეირისი (75. ნუსა), სეიდე (74. იატა) – ბობი (90+2. კრისტენსენი), ბოტეიმი (90+2. საჰრაუი)

შვეიცარია: საიპი – ბლუმი, სტერგიუ, ბურხი, ომერაგიჩი (84. კრონიგი) – ნდოიე (90+2. დი ჯუსტო), სომი, ჯაშარი, იმერი (83. ფონ მოოსი) – სტოიკოვიჩი (60. ამდუნი), რიდერი (90+3. მალესი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნდოიე.

საფრანგეთი – იტალია 2:1
22.06. კლუჟ-ნაპოკა. კლუჟ არენა. 11 286 მაყურებელი
გოლები: 1:0 კალიმუენდო (23. კალულუს პასით), 1:1 პელეგრი (36. ტონალის პასით), 2:1 ბარკოლა (62)

საფრანგეთი: შევალიე – კალულუ, ბადე, ლუკება, ნკუნკუ – ტურამი (64. შერქი), კაკერე, კონე (85. სიმაკანი) – ბარკოლა (64. ოლისე), გუირი (79. ადლი), კალიმუენდო (78. ვაჰი)

იტალია: კარნეზეკი – ოკოლი, პიროლა (75. კანჩელიერი), სკალვინი – ბელანოვა, რიჩი (88. კოლომბო), როველა (75. მირეტი), ტონალი, უდოგი (88. პარიზი) – პელეგრი, კამბიაგი (46. გნონტო)
გაძევება: ბადე (83)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კონე.

II ტური
შაბათი, 24 ივნისი

A ჯგუფი
საქართველო-ბელგია: თბილისი – 20:00
პორტუგალია-ნიდერლანდები: თბილისი – 20:00

B ჯგუფი
რუმინეთი-უკრაინა: ბუქარესტი – 20:00
ესპანეთი-ხორვატია: ბუქარესტი – 22:45

კვირა, 25 ივნისი

C ჯგუფი
ჩეხეთი-გერმანია: ბათუმი – 20:00
ინგლისი-ისრაელი: ქუთაისი – 20:00

D ჯგუფი
შვეიცარია-იტალია: კლუჟი – 20:00
ნორვეგია-საფრანგეთი: კლუჟი – 22:45

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბა, თქვენ იცით: საქართველო აპირებს მაღლა იყუროს

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, არ მჯერა! უცოდინარების აზრია და მეტი არაფერი!.. როგორ აფასებს საქართველოს არჩილ არველაძე