in

გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და სურვილი: რამაზ სვანაძე ამ მოგებით არ იცხოვრებს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო – 2:0 დაამარცხა ძლიერი პორტუგალიის ნაკრები და მშვენიერი ჰანდიკაპი შეიქმნა.

პატრა საქართველო ევროპაში გაერია: ახალგაზრდულმა გულიანი მოგებით დაიწყო

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გამარჯვების მიზეზებსადა ახალ გამოწვევებზე ისაუბრა:

„გილოცავთ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ 3 ქულის მხრივ, არამედ თავდაჯერებისთვის. მადლობა გულშემატკივარს იმ მუხტისთვის, რომელიც ტრიბუნიდან მოდიოდა. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ.

რთული თამაში იყო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ტიტულისთვის არის ჩამოსული. დარწმუნებული ვარ, მათი გეგმები არ შეიცვლება, თუმცა გეგმები და მიზნები ჩვენც გვაქვს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მაყურებლის და ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

სასიხარულოა, რომ ორკვირიანმა მუშაობამ შედეგი მოიტანა. მზად ვიყავით თამაშისთვის და მადლობა ბიჭებს, რომ დავალება შეასრულეს და 3 ქულა ავიღეთ. დღეს გვაქვს სიხარულის საფუძველი, თუმცა ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება. ჯგუფში ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ძალები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ.

გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და უდიდესი სურვილი – ამ ფაქტორებმა განაპირობა დღევანდელი 3 ქულა. მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ ტურნირი. რთული იყო, რადგან დებიუტანტები ვართ. ბევრი რამ მოხდა დღეს პირველად ჩვენ თავს. პორტუგალიასთან გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მხოლოდ ამ თამაშით იცხოვრონ. ეს დასაწყისია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავახაროთ გულშემატკივრები“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პატრა საქართველო ევროპაში გაერია: ახალგაზრდულმა გულიანი მოგებით დაიწყო

რატომ ვერ მოგვიგო პორტუგალიამ: დაცვა და გულშემატკივარი