in

იყო კომუნიკაციის ნაკლებობაა, არანაირი ახსნა, ფეხბურთელების აზრი არ გაითვალისწინეს: ვილი სანიოლი მეტ პატივისცემას ითხოვს

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევის მესამე მატჩი ითამაშა და პირველად წააგო. ჩვენებმა უჩვეულო ვითარებაში დათმეს სტუმრად შოტლანდიასთან – 0:2. წვიმის გამო მოედანი დაიტბორა, თუმცა თამაში მაინც დაიწყო და 5-6 წუთში გასაჩერებელი გახდა. მასპინძლებმა ამ დროში გოლის გატანაც მოახერხეს, ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი კი თამაშის შეჩერებას მანამდე მოითხოვდა. თამაშის შემდეგ ფრანგი სპეცილიასტი ბუნებრივია უკმაყოფილო იყო მომხდარით და კრიტიკაც გამოთქვა.

საქართველოს ყველაზე უცნაური მატჩი: მოგვიგო წვიმამ, გადადებამ, წნეხმა, შოტლანდიამ…

ვილი სანიოლი:
„ასეთ ვითარებაში ყოფნა არავის სურდა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნებოდა გარკვეული გამოხმაურება, თუმცა ვერ ვხვდებით თამაში საერთოდ რატომ დაიწყო. რამდენიმე წამში გამოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. მსაჯმა შეხვედრა გოლის შემდეგ შეაჩერა და ამის გამო წნეხის ქვეშ მოიქცია თავი. შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელთან ჯერ კიდევ გოლამდე შევთანხმდით, რომ ასეთ მოედანზე თამაში რთული იქნებოდა.

თამაში განვაახლეთ და ერთადერთი რამ, რაზეც გული მწყდება, კომუნიკაციის ნაკლებობაა. არანაირი ახსნა არ მიმიღია, მხოლოდ ლოდინი მოგვიწია. ერთადერთი რამ, რასაც ვითხოვდით, კომუნიკაცია იყო, რადგან ფეხბურთელებისთვის უნდა აგვეხსნა, თუ რა ხდებოდა. მოთამაშეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რამდენჯერმე მოუწიათ მოედანზე გასვლა და გასახდელში დაბრუნება. ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს და ეს ბევრ რამეს გამოასწორებს. ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. როგორც მთავარ მწვრთნელს, ხშირად მიწევს ამის გაკეთება. ეს ჩემი ყოველდღიური საქმეა, ისევე როგორც მატჩის ორგანიზატორების.

შოტლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჯერ კიდევ მესამე წუთზე ვუთხარით მეოთხე მსაჯს, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. პასუხად მივიღეთ, რომ დელეგატის გადაწყვეტილების გარეშე, თამაშის შეჩერება შეუძლებელია. თუმცა, რამდენიმე წუთში მთავარმა მსაჯმა თამაში შეაჩერა. ბევრი რამ გაუგებარი იყო და იგრძნობოდა კომუნიკაციის პრობლემა. თუმცა, ეს მხოლოდ ფაქტებია, რასაც არაფერი აქვს საერთო თამაშის სურათთან, რადგან მდგომარეობა ორივე გუნდისთვის თანაბარი იყო.

არავინ იცის, რა მოხდებოდა თამაში პირველ გოლამდე რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მსაჯს საკუთარი საქმე დროულად რომ შეესრულებინა, უფრო ჯანსაღ ატმოსფეროს მივიღებდით. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მსაჯმა და დელეგატმა კაპიტნებს აზრი ჰკითხეს, თუმცა ის არ გაუთვალისწინებიათ. ფეხბურთელები თავს კარგად არ გრძნობდნენ. მხოლოდ ის ვიგრძენით, რომ მათი მითითებები უნდა შეგვესრულებინა. მოთამაშეები ფეხბურთის სათამაშოდ ემზადებიან და არა მსგავსი სიტუაციებისთვის. ასეთ დროს ტრავმის მიღების ალბათობა დიდია, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ყველაზე უცნაური მატჩი: მოგვიგო წვიმამ, გადადებამ, წნეხმა, შოტლანდიამ…

თამაში არ უნდა დაგვეწყო: გურამ კაშია