in

გამარჯვება კარგია, მაგრამ ახლა თავიდან უნდა დავიწყოთ: რას აპირებს ნაპოლის ახალი მწვრთნელი

„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – რუდი გარსია, რომლის დანიშნვნაც გულშემატკივრებს დიდად არ ეპიტნავათ. თუმცა ეს საქმეს ახლა ვეღარ უშველის და კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს სწორედ ფრანგის ხელმძღვანელობით მოუწევთ შრომა. თავად მწვრთნელი კი დიდი ენთუზიაზმით არის.

ეს სიამოვნება და მოტივაციაა: როგორ იმუშავა რუდი გარსიამ იტალიაში – ფანებს ხუმრობის იმედი აქვთ

„ნაპოლის“პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი მედიას წარუდგინა. პრეზენტაცია კაპოდიმონტეს სამეფო სანადირო ლოჟაში გაიმართა.

აი რა თქვა რუდი გარსიამ:

„ეს არის ბედი. თავის დროზე „რომაში“ სპალეტიმ შემცვალა, ახლა მე მოვედი „ნაპოლიში“ მის ნაცვლად.იტალიიდან წასვლის შემდეგ მეტი გამოცდილება შევიძინე და მშვენიერია აქ დაბრუნება.

მე და პრეზიდენტი ვიზიარებთ საერთო ამბიციას და კვლავ წარმატების მიღწევაზე ვფიქრობთ. ჩემი ოცნება ტიტულების მოგებაა.
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის და მივულოცო პრეზიდენტს, გუნდს, რაც მათ გააკეთეს გასულ სეზონში.

მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ყველაფერი შევცვალო. შემადგენლობაც თითქმის იგივეა და თუ ასე დარჩება, ბევრი რამის შეცვლა არ დამჭირდება.

ისეთი შეგრძნებაა, თითქოს 4-3-3 ახლანდელ „ნაპოლის“ ხელთათმანივით ერგება, მაგრამ გუნდს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს ტაქტიკისა და მონახაზის შეცვლა. მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა უნდა მოარგოს სისტემა თავის გუნდს, უნდა აირჩიოს ისეთი განლაგება, როგორი მოთამაშეებიც ჰყავს. ჩემი გუნდები უტევენ, თამაშს აკონტროლებენ, მუდამ ბურთს ეძებენ და მუდამ გატანა სურთ.
მოთამაშეებსაც უნდა ჰქონდეთ ტაქტიკური აზროვნება, რომლითაც მოწინააღმდეგის გავაოცებთ. მე მჭირდება ჭკვიანი მოთამაშეები, რომლებმაც იციან გამარჯვება არა მხოლოდ წინასწარ დასახული გეგმით, არამედ იმპროვიზაციითაც.

წინა გამარჯვებამ ფეხბურთელებს თავდაჯერება უნდა შესძინოს, მაგრამ ახალი სეზონის წინ ყველაფერი ნულიდან იწყება.

თავგანწირვისა და ბევრი შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. მოთამაშეებმა უნდა დაივიწყონ ის, რაც გააკეთეს, შეინარჩუნონ თავდაჯერება, თავმდაბლობა და ზომიერი ამბიცია.

როდესაც ქალაქში ჩამოვედი და ეს ბანერები და დროშები დავინახე, მივხვდი, რომ მთელი ნეაპოლი ძალიან ამაყობს თავისი გუნდით.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოიგო ტიტული 33-წლიან პაუზის შემდეგ, ტიტული, რომელიც მანამდე გუნდმა დიეგო მარადონას დახმარებით მოიპოვა. ჩვენ გვესმის ამოცანა, რომ „ნაპოლი“ მუდმივად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთ ლიგაზე და დიდ როლს თამაშობდეს იტალიის ჩემპიონატში.

ჩვენ ვიქნებით ძლიერი გუნდი…“

რუდი გარსია ნაპოლისთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა სანაკრებო ტურის სიმბოლურშია

ვოლფსბერგერში ქართველები გრძელდება: ავსტრიულ გუნდში სანდრო ალთუნაშვილი გადავიდა