საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევში პირველი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად კვიპროსთან (2:1). ეს არ ყოფილა მარტივი, ჩვენებს გაუმართლათ კიდეც. ამ მოგებაში კი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი გუნდის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას. მართალია, მან ვერც გაიტანა და არც საგოლე პასია მის ანგარიშზე, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა და დიდი როლი ითამაშა 3 ქულის აღებაში.
არ გვეკუთნოდა: საქართველომ კვიპროსი მაინც დაამარცხა
ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია, სალაპარაკოა: სანიოლმა ბიჭებს უნდა აუხსნას
ხვიჩას მიმართ მასპინძელ მცველებს განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდათ, იყო ეპიზოდები, როდესაც მასზე ერთბაშად 2-3 მცველი გადადიოდა, მიუხედვად ამისა, კვარა მაინც ახერხებდა ხიფათის შექმნას, ოღონდ უფრო გუნდურად. პირველ ტაიმში მისი პასი ჩაკვეტაძეზე, როდესაც თითქოს დარტყმას აპირებდა, ერთ რამედ ღირდა.
ხვიჩას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა უმაღლეს დონეზე შეაფასეს და საქართველოს შვიდიანს მაღალი ქულები დაუწერეს.
WhoScored – 9.0;
Sofscore – 8.8;
Flashscore – 8.2.
კვარაცხელიამ პარტნიორებს სამჯერ შეუქმნა პოტენციური საგოლე მომენტი და 12-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. ისე კი უკვე 15 მატჩია ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings