in

როგორია დღევანდელი გეგმები: საქართველო შოტლანდიაშია

საქართველოს ნაკრები, 18 ივნისს, კვიპროსიდან შოტლანდიაში ჩავიდა. გლაზგოში ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედას ჯგუფის ლიდერის, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ვილი სანოილის გუნდი შოტლანდიაში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. 19 ივნისს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ჰემპდენ პარკზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.

19 ივნისის განრიგი შოტლანდიის დროით
11:00 – შოტლანდიის ნაკრების ვარჯიში
17:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
19:00 – შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესო კვარაცხელია იყო: ხვიჩას ძალიან მაღალი შეფასება დაუწერეს

ჩვენმა ჯგუფელმა ერთა ლიგა მოიგო