„რეალი“ ლიდერია საფეხბურთო კლუბებს შორის სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობით.
CIES Football Observatory დათვლის თანახმად, მადრიდელთა გვერდებს ტვიტერზე, ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და ტიკტოკზე ჯამურად 363 მილიონი ადამიანი კითხულობს.
50 მილიონზე მეტი მოაგროვეს ამ გუნდებმა:
- რეალი – 363 მლნ გამომწერი;
- ბარსელონა – 342 მლნ;
- მანჩესტერი – 206 მლნ;
- პსჟ – 187 მლნ;
- იუვენტუსი – 144 მლნ;
- ჩელსი – 134 მლნ;
- სიტი – 131 მლნ;
- ლივერპული – 131 მლნ;
- ბაიერნი – 127 მლნ;
- არსენალი – 93,7 მლნ;
- ტოტენჰემი – 83,6 მლნ;
- მილანი – 61,2 მლნ;
- ინტერი – 54,6 მლნ.
თუ ცალკეული სოცქსელებს ავიღებთ, ტვიტერზე „ბარსელონა“ ლიდერობს (82.8 მლნ), ინსტაგრამსა და ფეისბუქზე – „რეალი“ (135 მლნ და 117 მლნ), ტიკტოკზე კი – პსჟ (40.4 მლნ).
GIPHY App Key not set. Please check settings