ჯეკ გრილიშმა „სიტის“ საჩემპიონო აღლუმიდან ფოტო დადო.
ის საკლუბო ავტობუსის სახურავზე მაისურის გარეშე დგას და ხელები გაშლილი აქვს.
„დაკიდეთ ეს ლუვრში“ – მიაწერა გრილიშმა ფოტოს მანჩესტერის დროით 14:21 საათზე.
ა ბატონო:
რატომ არის ეს ფოტო ლუვრის ღირსი და რატომ შევა ისტორიაში?
ეს ფოტო აჩვენებს აბსოლუტურ ბედნიერებას, რასაც სპორტი გვჩუქნის. გრილიში აქ როკ-ვარსკვლავია, რომელმაც 2-საათიანი კონცერტი გადააგორა და ეიფორიაში ჩავარდა.
ეს ფოტო – თავისუფლების ოდაა.
ძალიან ჭკვიანურ და დაპროგრამებულ გუნდშიც კი არის სიგიჟის ადგილი. არ არსებობს საჩემპიონო გუნდი პიროვნებების გარეშე, პიროვნებები კი თავისუფლების გარეშე.
ფეხბურთი არ გადაქცეულა უგულო პლასტმასად – ის ცოცხალია, აქ არიან განსხვავებული პერსონაჟები.
კი თამაში უფრო ჭკვიანური და დისციპლინირებული ხდება, მაგრამ არ გამქრალა მეამბოხეობა. გრილიში და „სიტის“ 90% კერძო თვითმფრინავით ორშაბათს იბიცაზე გაფრინდნენ ლიგის მოგების აღსანიშნავად.
ეს ფოტო სილამაზეს უმღერის.
გრილიში – მსახიობია, რომელიც თავის დაკვრისთვის გამოვიდა (სხვათა შორის, მისგან მარცხნივ თეატრია, სადაც ჰიუ გრანტს უთამაშია); ან ანტიკური სკულპტურა, რომელიც მარტივი წარმოსადგენია ამავე თეატრის კოლონებთან.
ეს ფოტო გადმოცემს ჯილდოს მიღების და აღიარების სიამეს.
დაკიდეთ ეს ფოტო „ეტიჰადზე“ მაინც!
ყველაფერი დალიეს: წლის მთავარი წვეულება – სიტიმ აღლუმი მოაწყო და გიჟურად აღნიშნა
GIPHY App Key not set. Please check settings