in

ბერლუსკონის საფეხბურთო ცხოვრების სიკაშკაშე: პირველი სკუდეტოდან მონცამდე

გარდაიცვალა სილვიო ბერლუსკონი, რომელიც „მილანის“ დიდებულების ავტორია.

ბერლუსკონიმ „მილანი“ 1986 წლის 20 თებერვალს იყიდა. 1988 წლის გაზაფხულზე კი უკვე პირველი ჩემპიონობა იზეიმა. სულ მის ეპოქაში „როსონერიმ“ სკუდეტო 8-ჯერ მოიგო.

სილვიო იმ დროს ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა მოედანზე.

1990 წელს „მილანმა“ საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო (საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წინამორბედის მსგავსი). სილვიო არიგო საკისთან ერთად, მწვრთნელთან, რომელსაც ენდო.

2003 წელს იტალიის თასს ბერლუსკონის გარეშე აღნიშნავენ. იმ დროისთვის კლუბისთვის ეს დიდ ამბად აღარ მიიჩნეოდა.

უეფას სუპერთასი ბერლუსკონის ხელში 5-ჯერ მოიგეს. ფოტოზე 2003 წელია, მოურინიოს „პორტოს“ დამარცხების შემდეგ.

„მილანმა“ ბერლუსკონის დროს 5-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე. 2007 წელს მილანელებმა რევანში აიღეს „ლივერპულთან“. ბერლუსკონი თასს თავს ზემოთ ფეხბურთელებთან ერთად წევდა.

„მილანმა“ მოასწრო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაც – 2007 წელს. ბერლუსკონი სამშობლოში ჩაფრენისას პოზირებს.

„მილანის“ მე-18 ჩემპიონობა – 2011 წელს.

2014 წელს თანდათან საქმეს ჩამოშორებულმა ბერლუსკონიმ (კლუბში ბევრს მისი ქალიშვილი ბარბარა განაგებდა) „მილანის“ ახალი ოფისი გახსნა – მაისურით „პრეზიდენტი“ და ნომერი 1-ით.

2016 წელს „მილანმა“ იტალიის სუპერთასი მოიგო (სულ 7 იყო). ეს გახდა ბერლუსკონის ეპოქის ბოლო ტროფეი. ერთ წელიწადში იტალიის ყოფილმა პრემიერმა კლუბი გაყიდა.

2022 წელს სილვიო ახალი პროექტი „მონცა“ სერია ა-ში გადავიდა. გარუჯული ბერლუსკონი ძალიან ბედნიერი იყო.

სერია ა-ს პირველ სეზონში „მონცამ“ 52 ქულა მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატში ფეხი მოიკიდა. ამიერიდან – სილვიოს გარეშე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი ყველგან ჰოლანდია: სიტის საუკეთესოები გახდნენ…

საქართველო მსოფლიომდე 7-ჯერ ითამაშებს