გიორგი მიქაუტაძის აღიარება არ წყდება. ქართველი ფორვარდი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ის ასევე გახდა გათამაშების ბომბარდირი და ბუნებრივია მოხვდა წლის სიმბოლურ ნაკრებში. „მეცის“ ოფიციალური გვერდის გამოკითხვაში ოთხჯერ აირჩიეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.
ახლა კი ახალგაზრდა შემტევი თავად „მეცის“ გულშემატკივრება გამოარჩიეს – მიქაუტაძე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ჩვენიანმა გამოკითხვაში ჯალოუს, დანლისა და უდოლის აჯობა.
გიორგიმ 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
აღსანიშნავია თუ როგორ მოიხსენიებენ „მეცის“ ქომაგები ქართველს: Roi Georges – მეფე გიორგი.
GIPHY App Key not set. Please check settings