in

შენგელია საუკეთესო იყო: ვირტუსმა ფინალი წაგებით დაიწყო

იტალიის სერია A-ს ფინალი დაიწყო. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას ჩემპიონობის მოპოვებას მილანის ოლიმპია ეცილება, ფინალური სერია კი 4 მოგებამდე გრძელდება. მოედნის უპირატესობა მილანელებს აქვთ, რომლებმაც პირველი შეხვედრა 92:82 მოიგეს და მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.

პირველ პერიოდში ბოლონიელები 10 ქულით იგებდნენ, თუმცა მეორე ათწუთეული ძალიან უხეიროდ ჩაატარეს, რომელიც 18 ქულის სხვაობით წააგეს და ისე ჩამორჩნენ, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ბოლონიელთაგან ყვეალზე მეტი, 18 შეადგინა. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. თორნიკემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლონიელთა რიგებში 19 ქულით ვეტერანი მარკო ბელინელიც გამოირჩა, მილანს კი 22 ქულით შაბაზ ნაპიემ ულიდერა. ფინალური სერიის მე-2 მატჩი 11 ივნისს კვლავ მილანში შედგება, რის შემდეგაც დაპირისპირება ბოლონიაში გადაინაცვლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი vs ინტერი: პეპი ტრებლისკენ მიდის, სიმონე სენსაციისთვის – საინტერესო ფაქტები

დღეიდან სრული შემადგენლობით: იმედია კმაყოფილები ვიქნებით